თავში

ტრამპს არ სურს, რომ აშშ-მა NATO დატოვოს

ტრამპს არ სურს, რომ აშშ-მა NATO დატოვოს
ტრამპს არ სურს, რომ აშშ-მა NATO დატოვოს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები NATO-ს დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Buisness World ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ ნატოში დარჩება, თუმცა ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა  თავიანთი შენატანები უნდა გაზარდონ. 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი თავის  წიგნში  ირწმუნებოდა, რომ ტრამპს NATO-ს ლიდერების შეშინება სურდა, რის გამოც 2018 წლის სამიტზე ალიანსის წევრებს მათი მშპ-ის 2%-ის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ ალიანსს დატოვებდა. 

კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა აშშ-ს NATO-დან გასვლა, ტრამპმა განაცხადა, რომ მას ალიანსის დატოვება არ სურს, თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა სამართლიანი წილი უნდა გადაიხადონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system