თავში

ტრამპსა და მის შვილებს სასამართლოში იძახებენ

​ტრამპსა და მის შვილებს სასამართლოში იძახებენ
ტრამპსა და მის შვილებს სასამართლოში იძახებენ

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის ოფისმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ორი შვილი, ივანკა და დონალდ ტრამპი-უმცროსი დაიბარა. ისინი სასამართლოში ჩვენებას ოჯახის ბიზნესის გამოძიების ფარგლებში მისცემენ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას AP ავრცელებს.

გენერალური პროკურორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ტრამპებისგან ითხოვენ, აჩვენონ მათ საბუთები, რომლებიც ტრამპისა და მისი კომპანიის Trump Organization-ის მიერ კუთვნილი ან კონტროლირებადი უძრავი ქონების შეფასებას ეხება.

ნიუ-იორკის შტატის პროკურატურას ეჭვუ აქვს, რომ ტრამპი და Trump Organization სესხების უზრუნველსაყოფად და ეკონომიკური სარგებლის მისაღებად აქტივების ღირებულებებით მანიპულაციას ახორციელებდნენ. ლეტიცია ჯეიმსი ცალკე სისხლის სამართლის გამოძიებას ხელმძღვანელობს.

გასული წლის დეკემბერში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ-იორკის შტატის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს სასამართლოში უჩივლა. ტრამპის თქმით, „პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების“ ჩატარებით ჯეიმსმა მისი კონსტიტუციური უფლებები დაარღვია.

თავად ჯეიმსმა ამაზე განაცხადა, რომ გამოძიება "შეფერხების გარეშე გაგრძელდება". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system