თავში

ცნობილია, როდის დაიწყება "კოვიდ-ვაქცინაციის პასპორტების" ტესტირება

ცნობილია, როდის დაიწყება "კოვიდ-ვაქცინაციის პასპორტების" ტესტირება
ცნობილია, როდის დაიწყება კოვიდ-ვაქცინაციის პასპორტების ტესტირება

საბერძნეთი ე.წ. "ციფრული მწვანე სერტიფიკატების" ტესტირებაში ჩაერთვება. დოკუმენტები დაადასტურებს, რომ მათმა მფლობელებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კურსი გაიარეს. ინფორმაციას ამის შესახებ Ekathimeriniავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები სამ ჯგუფად არის დაყოფილი იმის მიხედვით, რამდენად მზად არიან ისინი ტექნიკურად ასეთი სერტიფიკატების გასაცემად.

Ekathimerini წერს, რომ ციფრული სერფიტიკატი ევროკავშირში 1 ივნისს იქნება მზად და 30 ივნისიდან ამოქმედდება.

დოკუმენტის გამოყენების ტესტირება კი მაისის მეორე ნახევარში დაიწყება. საბერძნეთის გარდა პროცესში მონაწილეობას ესპანეთი, იტალია, მალტა, ბულგარეთი, ესტონეთი და ლუქსემბურგი მიიღებენ.

15 ივნისიდან ევროკავშირი ციფრული სერტიფიკატების ამოქმედებას გეგმავს, რომლებიც ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას, ან კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის შეძენის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გეგმის თანახმად, სამი სახის დოკუმენტი იქნება: ვაქცინაციის სერტიფიკატი, ტესტირების სერტიფიკატი და გამოჯანმრთელების სერტიფიკატი.

საფრანგეთი ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც კოვიდპასპორტს ოფიციალურად დაუშვებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system