თავში

თურქეთი ღაზას სექტორში ძალადობის წინააღმდეგია - ერდოღანი

​თურქეთი ღაზას სექტორში ძალადობის წინააღმდეგია - ერდოღანი
თურქეთი ღაზას სექტორში ძალადობის წინააღმდეგია - ერდოღანი

"თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მეგობარი არასოდეს ყოფილა", - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 19 მაისის დღესასწაულზე. ამ დღეს ქვეყანა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის ქემალ ათათურქის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას სააგენტო AA  ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, თურქეთი განაგრძობს პალესტინელების, როგორც ჰუმანიტარული, ისე სხვა საკითხებში დახმარებას.

ერდოღანმა ეროვნული ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას ასევე არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში მოსალოდნელ ვიზიტზე და იქ დაგეგმილ მსოფლიო მიმართვაზეც ისაუბრა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ვაქცინაციის კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი ამ მიმართულებით ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system