თავში

თურქეთი "ლოქდაუნიდან" გამოვიდა

თურქეთი "ლოქდაუნიდან" გამოვიდა
თურქეთი ლოქდაუნიდან გამოვიდა

თურქეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების გამო, 17 მაისიდან მკაცრი კარანტინი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად არის დაგეგმილი. არასასურსათო და სასურსათო დანიშნულების მაღაზიები შაბათ-კვირას 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებენ, სამუშაო დღეებში კომენდანტის საათი 21:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს, კვების ობიექტები მთელი კვირის განმავლობაში 07:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებენ. 17 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით კაფეები, ჩაის სახლები, კინო კლუბები, ინტერნეტ კაფეები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები დაკეტილი დარჩება.

18 წლამდე პირებისთვის, 65 წელს გადაცილებული მაცხოვრებლებისა და COVID-19-ზე სრულად ვაქცინირებული პირებისათვის კომენდანტის საათი არ იმოქმედებს.

Worldometers-ის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსი 5,117,374 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 4,947,256 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო, 44,760 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system