თავში

თურქეთი NATO-ს გაფართოებას მხარს უჭერს - მევლუთ ჩავუშოღლუ

​თურქეთი NATO-ს გაფართოებას მხარს უჭერს - მევლუთ ჩავუშოღლუ
თურქეთი NATO-ს გაფართოებას მხარს უჭერს - მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი NATO-ს გაფართოებას და სხვა მეზობელი ქვეყნების გაწევრიანებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის, რასაც თურქეთი, მათ შორის პრეზიდენტი ერდოღანი NATO-ს სამიტებზე და მინისტერიალებზე აღნიშნავს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, თურქული მხარე კომუნიკაციას აწარმოებს როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან და მას ბოლო პერიოდში სატელეფონო საუბრები ჰქონდა სერგეი ლავროვთან, დიმიტრი კულებასთან და მათთან მომავალ დღეებში შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.

ჩავუშოღლუს თქმით, პარასკევს რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გაესაუბრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system