თავში

თურქეთი რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას ემხრობა - ერდოღანი

თურქეთი რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას ემხრობა - ერდოღანი
თურქეთი რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას ემხრობა - ერდოღანი

თურქეთი რეგიონში გრძელვადიან მშვიდობასა და ნორმალიზაციას ემხრობა, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ.

ჩვენ ვემხრობით რეგიონში გრძელვადიან მშვიდობასა და და ნორმალიზაციას. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი აზერბაიჯანთან გულწრფელ ნებას გამოიჩენს, თურქეთს ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზების არანაირი დაბრკოლება არ ექნება", – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და თურქეთის სახელმწიფო მეთაურმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.

გარდა ამისა, ორი ქვეყნის პირველმა პირებმა "ზანგეზურის დერეფანს" ჩაუყარეს საფუძველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system