თავში

თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა

​თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია.

ბაქოში მას აზერბაიჯანის ოფიციალური პირები და ბაქოში აკრედიტებული თურქი დიპლომატები დახვდნენ.

თურქეთის პრეზიდენტს თან ახლავს პირველი ლედი ამინა ერდოღანი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, მმართველი პარტიის "სამართლიანობა და განვითარება" სპიკერი ომერ ჩელიქი და სხვები.

თურქეთის ლიდერის ბაქოში ვიზიტი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მოწვევით არის ორგანიზებული და სამამულო ომში აზერბაიჯანის გამარჯვებას აღსანიშნავად იმართება.

თურქეთის სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობას მიიღებს გამარჯვების აღლუმში, რომელიც 10 დეკემბერს ბაქოში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system