თავში

თურქეთის საგარეო მინისტრი: ყარაბაღი აზერბაიჯანია

თურქეთის საგარეო მინისტრი: ყარაბაღი აზერბაიჯანია
თურქეთის საგარეო მინისტრი: ყარაბაღი აზერბაიჯანია

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ის ბაქოში აზერბაიჯანელი ხალხის მხარდაჭერის საჩვენებლად ჩავიდა. "გადმოგცემთ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სალამს. ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად ვიქნებით მწუხარებასა და სიხარულშიც", - აღნიშნა მინისტრმა.

ჩავუშოღლუს გაცხადებით აზერბაიჯანის ტერიტორიები სომხეთს აქვს ოკუპირებული და საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ტერიტორიების დეოკუპაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

”კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია. მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქამდე არ ყოფილა ერთგვაროვანი რეაქცია აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარების გაყვანის საკითხზე",- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,  ზავი აქამდეც არსებობდა, თუცა მას რეალური შედეგი არ მოუტანია.

"მსოფლიო აზერბაიჯანისა და საერთაშორისო სამართლის მხარეზე უნდა იყოს. ყველა მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ არის მიმართული. აქამდეც არსებობდა ზავი და რა შედეგი მოიტანა მან? გარკვეული დროის შემდეგ სომხები კვლავ უტევენ.  იყოს ზავი, მაგრამ რა შედეგით?  შეგიძლიათ უთხრათ სომხეთს "სასწრაფოდ გავათავისუფლოს აზერბაიჯანის ტერიტორიები?", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. 

მინისტრის თქმით უკვე წლებია ერთი და იგივე გრძელდება და ეს უნდა დასრულდეს. " ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ პრობლემის მშვიდობიანად გადასაჭრელად", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system