თავში

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გადადგომაზე განცხადება დაწერა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გადადგომაზე განცხადება დაწერა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გადადგომაზე განცხადება დაწერა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სულეიმან სოილუ თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მიზეზი, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში კომენდანტის საათის მოულოდნელად შემოღების შედეგად, სასურსათო მაღაზიებთან წარმოქმნილი გრძელი რიგები გახდა, რამაც ვირუსის გავრცელების რისკები გაზარდა.

სულეიმან სოილუ დემოკრატიული პარტიის დატოვების შემდეგ, 2012 წლის 5 სექტემბერს, რეჯეფ ერდოღანის მიწვევით, "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიას შეუერთდა. 50 წლის თურქი პოლიტიკოსი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2016 წლის 31 აგვისტოდან იკავებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system