თავში

თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრის ადგილი ცნობილია

​თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები
თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრის ადგილი ცნობილია

თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Cumhuriyet ავრცელებს. 

მისი თქმით, თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი და სომხეთი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის ზუსტ თარიღს სატელეფონო საუბარში შეათანხმებენ.

"მხარეთა წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. პირველი შეხვედრის ჩატარებამდე ჩვენ პირდაპირი კონტაქტების განხორციელება გვინდა. აუცილებელია საგზაო რუკის დადგენა პირდაპირი კონტაქტით, მათ შორის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებით იმის თაობაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. სომხეთს ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი აქვს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი უახლოეს მომავალში სტამბოლსა და ერევანს შორის ფრენების დაწყებას ელის.

სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხებში თურქეთის სპეციალურ წარმომადგენლად ქვეყნის ყოფილი ელჩი, სერდარ ქილიჩი დაინიშნა .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system