თავში

თურქეთმა სირიაში 46 სამიზნე დაბომბა

​თურქეთმა სირიაში 46 სამიზნე დაბომბა
თურქეთმა სირიაში 46 სამიზნე დაბომბა

სირიაში, იდლიბში თურქი სამხედროებისთვის ცეცხლის გახსნის პასუხად თურქულმა თვითმფრინავებმა F-16 ქვეყანაში 46 სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით იუწყება.

"თურქეთმა იდლიბში ცეცხლის გახსნას მძლავრი დარტყმით უპასუხა და მომავალშიც ასე გააგრძელებს", - განაცხადა ერდოღანმა.

ანკარა აცხადებს, რომ იერიშის შედეგად 30-35 სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე რუსეთს მოუწოდა, არ სცადოს თურქეთის ოპერაციის შეჩერება, რომელიც სირიის რეჟიმის პოზიციებისკენ არის მიმართული.

მანამდე ანკარამ განაცხადა, რომ იდლიბში საარტილერიო იერიშის შედეგად 4 თურქი სამხედრო დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system