თავში

თურქეთში აშშ-ის საელჩო და საკონსულოები დროებით დაიხურება

თურქეთში აშშ-ის საელჩო და საკონსულოები დროებით დაიხურება
თურქეთში აშშ-ის საელჩო და საკონსულოები დროებით დაიხურება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით, თურქეთში აშშ-ის საელჩო და საკონსულოები დროებით დაიხურება. ამის შესახებ განცხადება თურქეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დიპლომატიური ოფისები 26-27 აპრილს მუშაობას შეაჩერებენ.

ამრიგად, მუშაობას შეაჩერებს ანკარაში აშშ-ის საელჩო, სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულო, ადანაში აშშ-ის საკონსულო და იზმირში აშშ-ის საკონსულო. შესაბამისად, დროებით შეჩერდება ვიზების გაცემა და მოქალაქეებისათვის მომსახურებების გაწევა.

შეგახსენებთ, 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხი მოსახლეობის გენოციდი ოფიციალურად აღიარა.  აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system