თავში

თურქეთში დამწვარი ტყეები კოსმოსიდან ჩანს - PHOTO

​თურქეთში დამწვარი ტყეები კოსმოსიდან ჩანს
თურქეთში დამწვარი ტყეები კოსმოსიდან ჩანს - PHOTO

თურქულმა თანამგზავრებმა კოსმოსიდან ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრებით გამოწვეული შედეგები გადაიღეს. ფოტოები თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

”მაღალი რეზოლუციის სადაზვერვო თანამგზავრებმა Göktürk-1 და Göktürk-2 კოსმოსიდან მანავგატსა და მარმარისში ტყის ხანძრები და ხანძრის ჩაქრობის შედეგები გადაიღეს”, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

ფოტოზე ნაჩვენებია ხანძრის შედეგად გამოწვეული მნიშვნელოვანი ზარალი, რამაც ტყეები ნაცრად აქცია.

თურქეთში ტყის ხანძარი უკვე ერთი კვირაა მძვინვარებს. სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system