თავში

თურქეთში კოვიდვაქცინის მე-5 დოზით აცრას დაუჭირეს მხარი

​თურქეთში კოვიდვაქცინის მე-5 დოზით აცრას დაუჭირეს მხარი
თურქეთში კოვიდვაქცინის მე-5 დოზით აცრას დაუჭირეს მხარი

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანების კონკრეტული ჯგუფისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო მე-5 ე.წ. ბუსტერით აცრას დაუჭირა მხარი. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Daily Sabah ავრცელებს.

მე-5 დოზაზე ჩაწერას შეძლებენ პირები, რომლებიც ჩინური Sinovac-ის ორი დოზით და BioNTech-ის ვაქცინის 2 დოზით, სულ მცირე, სამი თვის წინ აიცრნენ.

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ბუსტერის სახით Sinovac-ის, BioNTech-ის ან Turkovac-ის ვაქცინები გაიკეთონ.

თურქეთში 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 83%-ზე მეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზითაა აცრილი, 91,6% კი - ერთი დოზით.

ცნობისთვის, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა, რომ სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო, თურქული წარმოების ვაქცინის, Turcovac-ის გამოყენებას გადაუდებელ შემთხვევებში მხარი დაუჭირა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო, თურქული წარმოების ვაქცინით TURKOVAC თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system