თავში

თურქეთში კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟაზე თაღლითობისთვის 4 პირი დააკავეს

თურქეთში კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟაზე თაღლითობისთვის 4 პირი დააკავეს
თურქეთში კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟაზე თაღლითობისთვის 4 პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის პლატფორმა Vebitcoin-თან დაკავშირებული თაღლითობის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

პასუხისმგებელი პირების დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე კომპანიამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ საქმიანობას წყვეტდა.

თურქეთში, ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი ვარდნის გამო, კრიპტოვალუტის შეძენით მაცხოვრებლების დიდი რაოდენობაა დაინტერესებული.

გასულ კვირას, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ  30 აპრილიდან მომსახურებისა და საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას კრიპტოვალუტის გამოყენებას აკრძალავს.

გასულ კვირას, თურქეთში, კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex-თან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 62 ადამიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system