თავში

თურქეთში "ვიკიპედიას" ბლოკი ეხსნება

თურქეთში "ვიკიპედიას" ბლოკი ეხსნება
თურქეთში ვიკიპედიას ბლოკი ეხსნება

თურქეთში დღეს ონლაინ-ენციკლოპედიას "Wikipedia-ს" ბლოკი ოფიციალურად მოეხსნება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ოფიციალურად გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ორ წელზე მეტი ხნის აკრძალვა სიტყვის თავისუფლების დარღვევას წარმოადგენდა. დადგენილების დეტალური ვერსია, რომელიც ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა, 2017 წლის 29 აპრილს, "ვიკიპედიასთან" წვდომის დაბლოკვას ეხება. ის თურქეთის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სააგენტომ დააწესა.

ვებ-გვერზე წვდომა მას შემდეგ განახლდება, რაც მოსამართლეების უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომუნიკაციების კონტროლის სამსახურს გადაეცემა. 

"ვიკიპედია" და მისი, ყველა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები დაბლოკილია კანონით, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, აკრძალოს საიტები, რომლებიც, მისი აზრით, ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების დარღვევაა. 26 დეკემბერს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ "ვიკიპედიის" ბლოკირება არაკონსტიტუციურად სცნო

2018 წელს "ვიკიპედიამ" სოციალურ მედიაში წამოიწყო კამპანია ჰეშტეგით #WeMissTurkey, რომლის მიზანიც თურქეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა და "ვიკიპედიაზე" ბლოკის მოხსნა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system