თავში

უილ სმიტმა, ჰელენ მირენმა და კიდევ 50 000-მა ადამიანმა ქუჩაში დაიძინა - PHOTO

​უილ სმიტმა, ჰელენ მირენმა და კიდევ 50 000-მა ადამიანმა ქუჩაში დაიძინა
უილ სმიტმა, ჰელენ მირენმა და კიდევ 50 000-მა ადამიანმა ქუჩაში დაიძინა - PHOTO

წუხელ მსოფლიო ვარსკვლავებმა, ათასობით რიგით მოქალაქესთან ერთად, ქუჩაში დაიძინეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს უსახლკარო ადამიანებს. „მსოფლიოს დიდი ძილი ქუჩაში“ - ასე ერქვა კამპანიას, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად გაიმართა. ორგანიზატორების ცნობით, მასში 50 000-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. ქუჩაში ძილის პარალელურად, ისინი უსახლკაროთა დახმარების ფონდებისთვის დონაციასაც აგროვებენ. მათი მიზანი 50 მლნ დოლარის თავმოყრაა.

ლონდონში წუხელ 10 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა და ძლიერი წვიმა იყო. მიუხედავად ამისა, ტრაფალგარის მოედანზე ასობით ადამიანმა მაინც დაიძინა.

„ასეთი პირობების გაძლება უწევს უამრავ ადამიანს ყოველ ღამით. საჭიროა შევიგრძნოთ მათი პრობლემა იმისათვის, რომ დახმარების სურვილი გაგვიჩნდეს. პატივია აქ ყოფნა - სისველესა და სიცივეში“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ლუსი ქეისიმ.

ოსკაროსანმა მსახიობმა ჰელენ მირენმა შეკრებილებს ძილისპირული წაუკითხა. პარალელურად, ნიუ-იორკში უილ სმიტმა ქუჩაში ძილის კამპანიაში ჩართულებს სიტყვით მიმართა. მათთან ერთად საღამოში მონაწილეობას იღებდნენ ლეონარდო დიკაპრიო და ჯორჯ კლუნიც.

კამპანიის „მსოფლიოს დიდი ძილი ქუჩაში“ ინიციატორი ჯოშ ლითლჯონია, რომელსაც შოტლანდიაში სენდვიჩების სოციალური მაღაზია და საქველმოქმედო ფონდი ეკუთვნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system