თავში

უკონტროლო ჩინური რაკეტა დედამიწას უახლოვდება - LIVE

უკონტროლო ჩინური რაკეტა დედამიწას უახლოვდება
უკონტროლო ჩინური რაკეტა დედამიწას უახლოვდება  - LIVE

დედამიწას უზარმაზარი ჩინური რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა. იგი დედამიწის ატმოსფეროში 9 მაისის დილას შემოვა. 

რაკეტის  ჩამოვარდნის ადგილი უცნობია, რადგან იგი უკონტროლოდ გადაადგილდება. თუმცა, მისი მოძაობის ტრაექტორიას მსოფლიოს მრავალი ორგანიზაცია  აკვირდება.

მეცნიერები განმარტავენ, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას რაკეტის უდიდესი ნაწილი დაიშლება და დედამიწის ზედაპირამდე, სავარაუდოდ, მისი მცირე ნაწილები მოაღწევს.

იტალიური მედია იუწყება, რომ ჩინური რაკეტის Long March 5B-ის ნამსხვრევები შესაძლოა იტალიის 9 რეგიონიდან ერთ-ერთში ჩამოვარდეს.

ორბიტაში შემოსვლისა და ნამსხვრევების შესწავლის ცენტრის (CORDS) გამოთვლებით, უახლესი ინფორმაციით, რაკეტა ატმოსფეროში, სავარაუდოდ, ახალი ზელანდიის შემადგენლობაში შემავალი ჩრდილოეთის კუნძულის მახლობლად შემოვა. თუმცა, მეცნიერთა განმარტებით, აღნიშნული ვარაუდი, რა თქმა უნდა, ზუსტი არ არის. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ რაკეტის უდიდესი ნაწილი, ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, დაიწვება და შედეგად, მისი ფრაგმენტების ჩამოვარდნა დედამიწას საფრთხეს არ შეუქმნის.

პენტაგონი ვარაუდობს, რომ რაკეტა წყნარ ოკეანეში დაეცემა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა იმედი გამოთქვა, რომ ხომალდი ოკეანის იმ ნაწილში ჩავარდება, სადაც ადამიანებს ზიანს არ მიაყენებს. 

30 მეტრის სიგრძისა და 22 ტონა სიმძიმის რაკეტა კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება. ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხეულია, რომელიც უკონტროლოდ შემოვა ატმოსფეროში.

ჩინური რაკეტის ტრაექტორიას შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში ადევნოთ თვალი.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system