თავში

უკრაინაში ირანში დაღუპული მგზავრების რაოდენობას აზუსტებენ - განახლებულია

უკრაინაში ირანში დაღუპული მგზავრების რაოდენობას აზუსტებ - განახლებულია
უკრაინაში ირანში დაღუპული მგზავრების რაოდენობას აზუსტებენ - განახლებულია

ოპერატიულმა შტაბმა, რომელიც ირანში "უკრიანული ავიახაზების" ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნულ საბჭოსთან შეიქმნა, აზუსტებს, რომ ინციდენტის დროს ბორტზე 177 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

"ამ დროისთვის დადასტურებულია ინფორმაცია, რომ რეგისტრაცია რეისზე 168 მგზავრმა გაიარა, 9 ეკიპაჟის წევრი იყო", - განაცხადა მან. 

მანამდე ირანის ავიაციის სამინისტროს წარმომადგენლმა.  ჯაფარ ზადემ განაცხადა, რომ თვითმფრინავში 167 მგზავრი იყო

მედიის ინფორმაციით, ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 7 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ირანის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს უფროსი კი აცხადებს, რომ ბორტზე 179 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 147 ირანელი იყო, 32 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

თეირანთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 7 ქვეყნის - ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინული "ობოზრევატელი" ავრცელებს. 

პორტალი News Front დაღუპულთა სიას აქვეყნებს, რომლის მიხედვით გარდაცვლილია უკრაინის 15 მოქალაქე (ორი მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი), ირანის 71, კანადის 73, გერმანიის 4, დიდი ბრიტანეთის 3, შვედეთის 8 და ავღანეთის 6 მოქალაქე.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება და ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system