თავში

მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში მძევალი აიყვანა, დაკავებულია - განახლებულია

მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში მძევალი აიყვანა, დაკავებულია - განახლებულ
მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში მძევალი აიყვანა, დაკავებულია - განახლებულია

უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა და მძევლად ადილობრივი პოლიციის კრიმინალური საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი აიყვანა.  

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

-13:58-

უკრაინის ქალაქ პოლტავაში მამაკაცმა, რომელიც ყელყუმბარის აფეთქებით იმუქრება, მძევლად ადილობრივი პოლიციის კრიმინალური საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი აიყვანა და ქალაქიდან გავიდა ავტომობილით, რომელიც მას სამართალდამცავებმა მიაწოდეს.

მანამდე ადგილობრივი მედია წერდა, რომ პოლიცია მამაკაცის დაკავებას ცდილობდა, რომელმაც ავტომობილი გაიტაცა. მასთან მოლაპარაკებები იმართებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მძევლად აყვანილი თანამშრომელი პოლიციის პოლკოვნიკის, ვიტალი შიიანის სანაცვლოდ გაათავისუფლა და ახლა ეს უკანასკნელი ჰყავს აყვანილი.

სპეცოპერაცია გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს მაქსიმ კრივოშმა, რომელმაც უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system