თავში

უკრაინაში საავადმყოფოში აფეთქებას ერთი პირი ემსხვერპლა

უკრაინაში საავადმყოფოში აფეთქებას ერთი პირი ემსხვერპლა
უკრაინაში საავადმყოფოში აფეთქებას ერთი პირი ემსხვერპლა

უკრაინაში, ქალაქ ჩერნოვცში მდებარე N1 საავადმყოფოში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქალაქის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ განაცხადა.

ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით,  საავადმყოფოს მეორე სართულზე, სადაც COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდნენ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა და ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი. ამას გარდა, არიან დაშავებულებიც. 

ინციდენტის გამო, საავადმყოფოდან 20 პაციენტი სამკურნალოდ სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისათვის არ საჯაროვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system