თავში

უკრაინაში სოფელს ნიუ-იორკს დაარქმევენ

უკრაინაში სოფელს ნიუ-იორკს დაარქმევენ
უკრაინაში სოფელს ნიუ-იორკს დაარქმევენ

უკრაინის სოფელ ნოვგოროდსკოეს სახელწოდების შეცვლა სურს. ადგილობრივი ადმინისტრაცია სთავაზობს ცენტრალურ ხელისუფლებას, სოფელს ნიუ-იორკი უწოდოს. ამის შესახებ უკრაინის რადის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონალური განვითარების კომიტეტში განაცხადეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრიეი კლოჩკოს განცხადებით, ამ სოფლის ისტორიული სახელი სწორედ ნიუ-იორკია. ასე მას 1951 წლამდე ეწოდებოდა.

ამჟამად სოფელში 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მის ტერიტორიაზე ძერჟინსკის ფენოლის ქარხანა და ფენოლის რკინიგზის სადგური მდებარეობს.

აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე სოფელი ნიუ-იორკი მე-18 საუკუნეში მენონიტმა გერმანელებმა დააარსეს. ისინი რუსეთში ეკატერინე II-მ მიიწვია. მანვე ეს მიწა მათ დასახლებისთვის გამოუყო. ХIХ საუკუნეში ამ სოფლის მიწა გოლიცინების საგვარეულოს გადაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system