თავში

უნდა გადადგეს - ვის მიმართა ჯო ბაიდენმა

​უნდა გადადგეს - ვის მიმართა ჯო ბაიდენმა
უნდა გადადგეს - ვის მიმართა ჯო ბაიდენმა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ნიუ-იორკის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალურ შევიწროებაში გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ უნდა გადადგეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

"ვფიქრობ, ის უნდა გადადგეს", - განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კომო 10-ზე მეტ ქალს სექსუალურად ავიწროებდა. 

თავად გუბერნატორი შევიწროების ბრალდებებზე სამართალწარმოების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. ის არც გადადგომას გეგმავს.

11 მარტს, ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო კომიტეტმა ენდრიუ კუომოსათვის გუბერნატორის უფლებამოსილების ჩამორთმევის თაობაზე გამოძიება დაიწყო. შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უმრავლესობა გუბერნატორის იმპიჩმენტს უჭერს მხარს. თავად კუომო წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკის გუბერნატორის მხრიდან არასათანადო მოქცევის შესახებ განცხადება რამდენიმე ქალმა გააკეთა. თავად კუომოს თქმით, მას მსგავსი არაფერი ჩაუდენია და მისი საქციელი ფლირტად შეცდომით ჩათვალეს. გამოძიებას შტატის გენერალური პროკურატურა აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system