თავში

უნდა შეიქმნას პირობები მშვიდობიანი თანაარსებობისთვის - ფაშინიანი

უნდა შეიქმნას პირობები მშვიდობიანი თანაარსებობისთვის - ფაშინიანი
უნდა შეიქმნას პირობები მშვიდობიანი თანაარსებობისთვის - ფაშინიანი

რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის ისეთი სცენარები უნდა იქნას მიღებული, რომელიც არ გაამწვავებს ამ რეგიონის ქვეყნებისა და საზოგადოებების იზოლაციას, არამედ შექმნის პირობებს მათი მშვიდობიანი თანაარსებობისთვის,- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

„უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს დღის წესრიგში და ყველა საკითხის გადასაჭრელად, ჩვენი იდეების დეტალიზაცია უნდა მოვახდინოთ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული კომუნიკაციების გახსნა. მიღებული უნდა იქნას კომუნიკაციების განბლოკვისა და გზების გახსნის ისეთი სცენარები, რომელიც კი არ გაამწვავებს რეგიონის ქვეყნებისა და საზოგადოებების იზოლაციას, არამედ შექმნის პირობებს მათი მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებმა ფაქტობრივად დაიწყეს თავისი საქმიანობის გააქტიურება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფაშინიანთან შესახვედრად მზადაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system