თავში

UNICEF-ი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

UNICEF-ი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
UNICEF-ი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF) სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"უკვე 10 დღეა, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ძალადობა მკვეთრად გაიზარდა. ვრცელდება ინფორმაცია ოთხი ბავშვის დაღუპვისა და შვიდის დაშავების შესახებ და თუ საბრძოლო მოქმედებები არ დასრულდება, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა UNICEF-მა.

UNICEF-მა ასევე დასძინა, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ზიანდება სახლები, სკოლები და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

"ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანებისგან. საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ბავშვის ინტერესშია", - ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system