თავში

ვან გოგის ნახატი 39 მილიონ დოლარად გაიყიდა

​ვან გოგის ნახატი 39 მილიონ დოლარად გაიყიდა
ვან გოგის ნახატი 39 მილიონ დოლარად გაიყიდა

ჰოლანდიელი იმპრესიონისტის - ვინსენტ ვან გოგის ნახატი ,,ხიდი ტრინკვეტაილში’’ (1888 წ.) ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე 39 მილიონ დოლარზე ძვირად გაიყიდა. ინფორმაციას აუქციონის საიტი ავრცელებს.

ნახატის თავდაპირველი ღირებულება 34 მილიონ შეადგენდა, ხოლო ყველა დამატებითი ხარჯის გათვალისწინებით, მყიდველს 39,29 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.

აუქციონის წარმომადგენლობის განცხადებით, ვან გოგმა ეს ნამუშევარი საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრების ყველაზე პროდუქტიულ პერიოდში შექმნა.

ნახატის ნახვა შესაძლებელი იქნება დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტში 2022-დან 2023 წლის ჩათვლით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system