თავში

ვან გოგის ნახატი აუქციონზე 16,2 მილიონ ევროდ გაიყიდა

​ვან გოგის ნახატი აუქციონზე 16,2 მილიონ ევროდ გაიყიდა
ვან გოგის ნახატი აუქციონზე 16,2 მილიონ ევროდ გაიყიდა

ცნობილი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის (1853-1890) ნახატი „ქუჩის სცენა მონმარტრზე“ პარიზის აუქციონზე 16,2 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ამის შესახებ აუქციონის სახლის Sotheby's–ის იტყობინება.

აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, "მულენ დე ლა გალეტის წისქვილის ამსახველი ნახატის ფასი აუქციონის დაწყებიდან 10 წუთში 16,2 მილიონ ევრომდე გაიზარდა". Sotheby's ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ლოტი 16 251 000 ევროდ გაიყიდა. მისი თავდაპირველი შეფასებული ღირებულება კი 5-8 მილიონი ევრო იყო.

ტილო სახელწოდებით „ქუჩის სცენა მონმარტრზე“ მხატვარმა 1887 წელს შექმნა, როდესაც პარიზში თავის ძმასთან, თეოსთან ერთად ცხოვრობდა. 1920 წლის შემდეგ ის კერძო კოლექციაში ინახებოდა, რის გამოც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system