თავში

ვენერას შესწავლა - NASA ორ ახალ მისიას აანონსებს

​ვენერას შესწავლა - NASA ორ ახალ მისიას აანონსებს
ვენერას შესწავლა - NASA ორ ახალ მისიას აანონსებს

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ვენერაზე ორ ახალ მისიას აანონსებს. მათი მიზანია დადგინდეს, როგორ გახდა ვენერა "ჯოჯოხეთური სამყარო", თუ მას დედამიწის მსგავსი ბევრი მახასიათებელი აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ NASA ავრცელებს.

საუბარია მისიებზე DAVINCI+ და VERITAS.

DAVINCI+-ის დროს ვენერას ატმოსფეროს შემადგენლობა გაიზომება იმის გასაგებად, როგორ წარმოიქმნა და განვითარდა იგი და რატომ არის ის დედამიწის ატმოსფეროსთან შედარებით "უკონტროლო სათბური". გარდა ამისა, მისია დაადგენს, არსებობდა თუა არა ვენერაზე ოკეანე.

VERITAS-ის მიზანი კი პლანეტის გეოლოგიური ისტორიის შესწავლა იქნება.

თითოეულ მისიაზე NASA Discovery პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 500 მილიონი დოლარი გამოიყო და თითოეული მათგანი 2028-2030 წლებში დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system