თავში

ვიეტნამში ფრენებს 27 პაკისტანელი პილოტი ჩამოაშორეს

​ვიეტნამში ფრენებს 27 პაკისტანელი პილოტი ჩამოაშორეს
ვიეტნამში ფრენებს 27 პაკისტანელი პილოტი ჩამოაშორეს

ვიეტნამის ხელისუფლებამ 27 პაკისტანელ პილოტს საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა. ამის შესახებ პორტალი VNExpress წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ვიეტნამში მას შემდეგ მიიღეს, რაც პაკისტანის ვიაციის მინისტრმა განაცხადა, რომ პაკისტანელი პილოტების თითქმის 30%-ს (დაახლოებით 262 ადამიანი) ყალბი ლიცენზია აქვს და ფრენის კვალიფიკაცია არ გააჩნია.

ვიეტნამის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში აცხადებენ, რომ პილოტების საბუთებს შეამოწმებენ და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, მათ საქმიანობის უფლება აღუდგებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system