თავში

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი - PHOTO

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი - PHOTO
ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი - PHOTO

რობერტ უეიტონი, რომელიც 1908 წლის 29 მარტს დაიბადა, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა ყველაზე ასაკოვან მამაკაცად ოფიციალურად დაასახელა. ის 112 წლის გახდა. 

16 წლის ასაკში, როდესაც სკოლა დაამთავრა, უეიტონმა დაიწყო საზღვაო  ინჟინერიის  სწავლა. მოგვიანებით იგი ტაივანში გადავიდა და მისიონერულ სკოლაში დაიწყო მუშაობა. 

1937 წელს მან ცოლად შეირთო მეუღლე აგნესი, რომელიც ასევე მასწავლებელი იყო.  მათი პირველი შვილი ტაივანში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ოჯახი კანადაში გადაასახლეს და კიდევ ორი შვილი ეყოლათ.  მათ ძალიან ბევრი სირთულის გადატანა მოუხდათ, რადგან ომის დროს კანადიდან აშშ-ს ერთ-ერთ შტატში გადაასახლეს. ამ მოგზაურობაში ბევრი სამსახურის გამოცვლა უწევდა. 

აშშ-ში გადასახლების შემდეგ, მან დაიწყო მუშაობა ქარხანაში სადაც თვითმფრინავებს ამზადებნენ ბრიტანეთზე იერიშისთვის. 

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რობერტ უეიტონი ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა საცხოვრებლად. მან ისევ შეიცვალა სამსახური და ლონდონის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. 

COVID-19-ის პანდემიად გამოხადების გამო, მთელს მსოფლიოში გამოცხადებულია კარანტინი. ამიტომ რობერტ უეიტონს გინესის რეკორდების სერთიფიკატი დისტანციურად გადაეცა.

ბობ უეიტონი დიდი ბრიტანეთიდან მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი არაოფიციალურად 27 თებერვალს გახდა.

ტიტული უეიტონმა ოფიციალურად მას შემდეგ მიიღო, რაც 112 წლის ვატანაბე ტიტეცუ გარდაცვალების გამოძიება დასრულდა. ის იაპონიაში, გინესის სერტიფიკატის გადაცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system