თავში

ვითარება ბეირუთში მასშტაბური აფეთქების შემდეგ

ვითარება ბეირუთში მასშტაბური აფეთქების შემდეგ
ვითარება ბეირუთში მასშტაბური აფეთქების შემდეგ

BBC-ის ცნობით, ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 2700-ზე მეტი დაშავდა. 

ბეირუთში აფეთქება, ლიბანისთვის მეტად რთულ დროს მოხდა, ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისია და შიდა პოლიტიკური ვითარება დაძაბული. 

ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობებს, რომ უამრავი ადამიანი, ამ დრომდე, შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. საერთაშორისო მედიის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. 

ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების შემდეგ ბეირუთის საავადმყოფოები სავსეა და ექიმები პაციენტებს დახმარებას საავადმყოფოების ეზოებში უწევენ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ლიბანს სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ განცხადება ბენი განცმა Twitter-ზე გააკეთა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ლიბანს დაეხმაროს, – ეს განცხადება მუჰამედ ჯავად ზარიფმაც Twitter-ზე გაავრცელა.

ცნობისთვის, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან მასშტაბური აფეთქება დღეს მოხდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system