თავში

ვუჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა

​ვუჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა
ვუჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა

ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, ლიუ ჩჟიმინი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების პირველი ხელმძღვანელია, ვინც დაავადების შედეგად გარდაიცვალა. 

მთავარი ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ღამე ვრცელდებოდა. მოგვიანებით პოსტები წაიშალა, ჩინურმა მედიამ კი ინფორმაცია უარყო. ადგილობრივი დროით 09:38-ზე (თბილისის დროით 05:38) ჟურნალისტები ლიუ ჩჟიმინის მეუღლეს დაუკავშირდნენ, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ცოცხალია.

10:30-ზე კი საავადმყოფომ მთავარი ექიმის გარდაცვალება ოფიციალურად დააფიქსირა.

ჩინეთში ბოლო მონაცემებით გარდაიცვალა 1868 და ვირუსი დაუდგინდა 72400 მოქალაქეს. იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ამ დროისთვის განიკურნა და კლინიკა დატოვა 12500 ადამიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system