თავში

ვუჰანში პნევმონიის აფეთქების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერეს - განახლებულია

ვუჰანში პნევმონიის აფეთქების გამო საზოგადოებრივი
ვუჰანში პნევმონიის აფეთქების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერეს - განახლებულია

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ხელისუფლებამ კორონავირუსის აფეთქების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა.

11-მილიონიანი ქალაქის მოსახლეობას, გამონაკლისის გარდა, ეკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ან ქალაქის დატოვება.

ამ დრომდე ახალი კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა და დაინფიცირების 571 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობას დღესაც აგრძელებს. ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკაში, სავარაუდოდ კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტები კარანტინში არიან მოთავსებულები და მათზე დაკვირვება მიმდინარეობას. მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, უგო ლოპეს-გატელის თქმით, ქვეყანა კარგად არის მომზადებული და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ჩინეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მასობრივი დეზინსექცია მიმდინარეობს. სხვადასხვა ქვეყნის აეპორტებში კი უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. 

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 31 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდა ახალი, უცნობი ტიპის ვირუსის შესახებ. დაუდგენელი ტიპის პნევმონია ჩინეთში დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system