თავში

ზელენსკი დონბასში ჩავიდა

ზელენსკი დონბასში ჩავიდა
ზელენსკი დონბასში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა, სადაც იგი უკრაინელ სამხედროებს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა უკრაინის ძალების პოზიციები დაათვალიერა და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები და საჩუქრები გადასცა. 

შეგახსენებთ, უკრაინის აღმოსავლეთით შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და მაიდნის აქციების შემდეგ დაიწყო. კიევი და დასავლეთი მოსკოვს სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, უკრაინაში, დონბასის რეგიონში 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის ახალი რეჟიმი ამოქმედდა. შეთანხმების მიღწევა მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკების ფორმატში, სამმხრივი საკონტრაქტო ჯგუფის, ეუთოს, კიევისა და მოსკოვის მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system