თავში

ჟენევასა და პარიზში დიპლომატები "ჰავანას სინდრომით" საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჟენევასა და პარიზში დიპლომატები "ჰავანას სინდრომით" საავადმყოფოში გადა
ჟენევასა და პარიზში დიპლომატები ჰავანას სინდრომით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამერიკელი დიპლომატები ჟენევასა და პარიზში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსები ეჭვობენ, რომ მათ "ჰავანას სინდრომი" აქვთ. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, "ჰავანას სინდრომზე" ეჭვი ჟენევაში საკონსულოს სულ მცირე 3 თანამშრომლის შემთხვევაში არსებობს. აქედან ერთი დიპლომატიც სამკურნალოდ შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „იდუმალი ნევროლოგიური დაავადება“ მსოფლიოს 200-მდე ამერიკელ დიპლომატს შეეხო.

ასევე "სინდრომის" საეჭვო შემთხვევის შესახებ პარიზში, აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს და მოუწოდეს სხვებს, შეატყობინონ რაიმე უჩვეულო სიმპტომის შესახებ, რომელიც ფენომენთან არის დაკავშირებული.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს ორმა ამერიკელმა ჩინოსანმა, რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, მას შემდეგ, რაც მათ "ჰავანას სინდრომი" გამოუვლინდა.

"ჰავანას სინდრომით" პირველად, 2016 წელს, ჰავანაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები დაავადდნენ. ერთი წლის შემდეგ, კუბაში მომუშავე კანადელმა დიპლომატებმაც განაცხადეს მსგავსი სიმპტომების შესახებ. მოგვიანებით, აშშ-ის მთავრობამ აღიარა, რომ მსგავსი შემთხვევები ჩინეთში, უზბეკეთსა და რუსეთშიც ფიქსირდება. კერძოდ, მოსკოვში ვიზიტის დროს, CIA-ს აგენტს, მარკ პოლიმერპულოსს უჩვეულო სიმპტომები გამოუვლინდა.

The New York Times-ის თანახმად, "ჰავანას სინდრომით", უმეტესად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტისა და სხვა დეპარტამენტების უცხოელი თანამშრომლები არიან დაავადებულნი.

"ჰავანას სინდრომს" ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი. ამასთან, დაავადებული პირები უჩივიან სმენის დაქვეითებას, მოულოდნელ თავბრუსხვევას, გულისრევას, კისრის ტკივილის და სხვა.

ვოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა, სადაც მრავალი დაზარალებული მკურნალობს, მთავრობის წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ "ჰავანას სინდრომი" ზოგიერთ პაციენტში სუიციდის სურვილის გამძაფრებას იწვევს.

თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებმა ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია აპრილში, საკანონმდებლო ორგანოს მიაწოდეს, ამტკიცებენ, რომ ამ შეტევების უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system