თავში

ჟოზეპ ბორელი: მოგვწონს ეს თუ არა, ლუკაშენკოსთან უნდა ვითანამშრომლოთ

ჟოზეპ ბორელი: მოგვწონს ეს თუ არა, ლუკაშენკოსთან უნდა ვითანამშრომლოთ
ჟოზეპ ბორელი: მოგვწონს ეს თუ არა, ლუკაშენკოსთან უნდა ვითანამშრომლოთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, რომ მას რესპუბლიკის პრეზიდენტად არ აღიარებს. 

”ჩვენ არ ვაღიარებთ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ისევე, როგორც არ ვაღიარებთ ნიკოლას მადუროს (ვენესუელის პრეზიდენტი). ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ისინი კანონის შესაბამისად აირჩიეს. თუმცა, მოგვწონს ეს თუ არა, ისინი აკონტროლებენ მთავრობას და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათთან თანამშრომლობა, იმის მიუხედავად, რომ მათ დემოკრატიულ ლეგიტიმურობას არ ვცნობთ", - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა გამოცემა El Pais-სთან ინტერვიუში.

ბორელმა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ბელარუსში უკრაინის მსგავსი პოლიტიკის გატარებას არ აპირებს.

ცნობისთვის, ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ევროკავშირი არ აღიარებს და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. 

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system