თავში

200-ლარიან კომპენსაციებს მოტყუებით დაეუფლნენ - საგამოძიებო სამსახურმა 10 პირი ამხილა

200-ლარიან კომპენსაციებს მოტყუებით დაეუფლნენ - საგამოძიებო სამსახურმა 10 პირი ამხილა
200-ლარიან კომპენსაციებს მოტყუებით დაეუფლნენ - საგამოძიებო სამსახურმა 10 პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 10 პირი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელმა, მასთან დასაქმებულ თანამშრომლებთან წინასწარი შეთანხმებით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, რომლის თანახმად, პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საწარმოში დასაქმებული პირები თითქოსდა არ ახორციელებდნენ საქმიანობას და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი კომპენსაციები.

დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული საწარმოში დასაქმებული პირები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ საქმიანობას და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპენსაციის სახით, ისინი მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system