თავში

23 წლის ბიჭმა თანასოფლელი დაჭრა და მიიმალა - ბრალდებული დაკავებულია

23 წლის ბიჭმა თანასოფლელი დაჭრა და მიიმალა - ბრალდებული დაკავებულია
23 წლის ბიჭმა თანასოფლელი დაჭრა და მიიმალა - ბრალდებული დაკავებულია

კახეთში, 23 წლის ბიჭმა, თანასოფლელი, 24 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. 

ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

"სამართალდამცველებმა 1998 წელს დაბადებული ზ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი - 1997 წელს დაბადებული რ.ნ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system