თავში

აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს - ვაჟა სირაძე

აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს - ვაჟა სირაძე
აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს - ვაჟა სირაძე

იმ ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და იქ, სადაც მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის აქციაზე სულ 46 პირი დააკავეს. 

„როგორც მოგეხსენებათ, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელის ბლოკირება. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, რომ ეს არის კანონის დარღვევა, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან არსებულ ვითარებაზე, მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და არ გაეგრძელებინათ კანონის დარღვევა. ამ დროისთვის დაკავებულია 46 პირი ადმინისტრაციულად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ასევე პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ იუსტიციის სამინისტროსთან, სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო საპროტესტო აქციები გამართა. აქციაზე მყოფი პირები ითხოვდნენ აღნიშნული უწყებების ხელმძღვნელებთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system