თავში

ახალი დეტალები პოლიციელების მკვლელობის საქმეში

ახალი დეტალები პოლიციელების მკვლელობის საქმეში
ახალი დეტალები პოლიციელების მკვლელობის საქმეში

ცაგერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას გარდაიცვალა, "ქართული ოცნების" დეპუტატ კარლო კოპალიანის სიძეა. 

ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია ცაგერის პოლიციის ორი თანამშრომელი. დაჭრილია 65 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული. როგორც report.ge -სთვის გახდა ცნობილი, ის პოლიციელებს აშველებდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია, ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარ სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც report.ge -ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system