თავში

"ჩემი შვილი 20 ლარის გამო მოკლეს" - მარნეულში მოკლულის დედა

"ჩემი შვილი 20 ლარის გამო მოკლეს" - მარნეულში მოკლულის დედა
ჩემი შვილი 20 ლარის გამო მოკლეს - მარნეულში მოკლულის დედა

მარნეულში მოკლული ახალგაზრდა კაცის დედა ამბობს, რომ მისი შვილი 20 ლარის გამო მოკლეს.

დედის თქმით, ჯავიდ ალიევს მარნეულში მიკროავტობუსით ხალხი დაჰყავდა, ერთი მგზავრი კი თანხას არ იხდიდა, მას შემდეგ კი როცა მძღოლმა თანხის გადახდა მოსთხოვა, ის სასიკვდილოდ გაიმეტეს.

"ჩემი შვილი 20 ლარის გამო მოკლეს. ჯავიდს მარნეულში მიკრო ავტობუსით ხალხი დაჰყავდა. ერთი მგზავრი ხშირად დადიოდა ამ მარშუტით და ფულს არ იხდიდა, ჩემმა შვილმა ჰკითხა, როდემდე აპირებდა უფასოდ მგზავრობას და როდის გადაიხდიდა თანხას, ის გაბრაზდა და მარნეულში თავის ძმებს უთხრა, ჯავიდი ჩემგან ფულს ითხოვსო. მათ ჩემი შვილი ამის გამო გაიტაცეს და მოკლეს, შემდეგ წყალში ჩააგდეს. ვიცი, ვინც არიან მკვლელები, ისინი ჩემ შვილს კარგად იცნობდნენ და მეგობრობდნენ", - ყვება მოკლულის დედა "მთავარ არხთან".

ცნობისთვის, პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავა. 

გამოძიების ვერსიით, მარნეულში ორმა პირმა 28 წლის კაცი გაკოჭა და სარწყავ არხში დაახრჩო. 

საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system