თავში

"ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიჰყიდა"- გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა საქართველოშია

"ჩემი შვილი ქ
ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიჰყიდა- გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა საქართველოშია

26 წლის გოგოს, რომელიც თბილისში ფანჯრიდან გადმოვარდნილი იპოვეს, დედა აცხადებს, რომ  მისი შვილი მოკლეს და სხეული ფანჯრიდან გადააგდეს.

თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ ოჯახის სხვა წევრებსაც. საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის დედა თბილისში ჩამოვიდა. 

„ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი განზრახ მოკლულია და მისი სხეული ფანჯრიდან გადმოაგდეს. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ჩამოვფრინდი რომ ცხედარი გადავასვენო.

ვფიქრობ, საქართველო და ყაზახეთი მოაგვარებენ ამ საკითხს ჩვენ ელჩებთან ერთად. დღეს მივდივარ ჩემი შვილის ცხედრის ამოსაცნობად, მერე კი ყაზახეთის საელჩოში მივალ.

ჩემს შვილს ბესოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა მანამდე, აქ გაიცნეს ერთმანეთი. სურათებს მიგზავნიდნენ რომ ჩემი შვილი აქ მუშაობდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ასე არ იყო. მე ვთანამშრომლობ ფონდთან „არ გაჩუმდე“ დღეს მათ შევხვდები. ეს საქმე არ უნდა დარჩეს ბურუსით მოფენილი. თუ საჭირო იქნება ადვოკატს დავიქირავებ.

რაც შეეხება სავარაუდო ტრეფიკინგს, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ მურადმა ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიჰყიდა, მეტი არაფერი ვიცი“ – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

შეგახსენებთ, 5 მაისს ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 26 წლის გოგო, რომელიც თბილისში გააუპატიურეს და მერვე სართულიდან გადახტა, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევაა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.

2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ასელ აიპაევა გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system