თავში

დაჭრილ ჯარისკაცს კიდური შეუნარჩუნდა - დაასახელა თუ არა მან დამნაშავის ვინაობა

დაჭრილ ჯარისკაცს კიდური შეუნარჩუნდა - დაასახელა თუ არა მან დამნაშავის ვინაობა
დაჭრილ ჯარისკაცს კიდური შეუნარჩუნდა - დაასახელა თუ არა მან დამნაშავის ვინაობა

დაჭრილ ჯარისკაცს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ბუცხრიკიძეს კიდური შეუნარჩუნდა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

30 წლის ჯარისკაცი, დიმიტრი ბუცხრიკიძე, ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. უცნობმა პირმა მას ავტომობილიდან ესროლა და მიიმალა. მძიმედ დაჭრილმა სამხედრომ დახმარება ადგილობრივებს სთხოვა. 

დაჭრილის ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, ვინ ან რატომ ესროლა ბუცხრიკიძეს. ჯარისკაცის დედის თქმით, მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 

თვითმხილველები იხსენებენ, რომ ვიდრე დაჭრილი გონებას დაკარგავდა, ტელეფონზე დარეკვა და დამნაშავის ვინაობის გამხელა მოასწრო. ვის დაურეკა და ვინაა დამნაშავე, ამაზე ინფორმაცია ადგილობრივებს არ აქვთ, თუმცა არ გამორიცხავენ რომ დამნაშავეც სამხედრო პირი იყოს.

30 წლის ჯარისკაცის დაჭრაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system