თავში

გლდანის ციხეში პატიმრის ცხედარი აღმოაჩინეს

გლდანის ციხეში პატიმრის ცხედარი აღმოაჩინეს
გლდანის ციხეში პატიმრის ცხედარი აღმოაჩინეს

გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქე, ეგორ გრეგენკოა. 

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გარდაცვალების შესახებ მას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აცნობა. ადვოკატის თქმით, პატიმარი მას გარდაცვალებამდე ეკითხებოდა, იყო თუ არა შესაძლებელი მისი გადაყვანა სამარტოო საკანში.

"მე დღეს მოვედი ციხეში, შეხვედრა მქონდა სხვა პატიმართან. გამოსვლისას მირეკავს სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახური და მეუბნება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ეგორ გრეგენკო გარდაიცვალა და მეკითხება, პროზექტურიდან ვინ წაიყვანს. მე ვითხოვე კატეგორიულად, რომ მოეცათ ჩემთვის ნება, შევსულიყავი და დავსწრებოდი დათვალიერებას. დიდი ჩხუბის შემდეგ, მას შემდეგ რაც ავუხსენი, რომ მაქვს ამის უფლება, მითხრა, რომ თუ შევიდოდი დამასწრებდა. შემოვედი, ორდერი მაქვს და მაინც არ მიშვებენ შგნით, რაღაც შინაგანაწესიაო. იქ არის გარდაცვლილი, მე ვყავარ მარტო ამ პატიმარს, ადვოკატი, მეტი არავინ ჰყავს და არ მიშვებენ, რომ დავესწრო, ვნახო რა მდგომარეობაშია ახლა...

ბოლოს როდესაც ვნახე ეგორი, მკითხა, თუ იყო შესაძლებელი სამარტოო საკანში გადასვლა. მე არ ვიცი, ეს რის გამო მთხოვა მან", - თქვა ადვოკატმა. 

გლდანის ციხეში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ეგორ გრეგენკო გლდანის N მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს რამდენიმე თვეა იხდიდა. ის 32 წლის იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system