თავში

გურჯაანში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები

გურჯაანში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები
გურჯაანში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები

გურჯაანში, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა დაკავებულია ერთი პირი. სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი მანქანის ჩხრეკისას იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო. 

"სამართალდამცველებმა ზ.მ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისა სავარაუდო იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს,"-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system