თავში

ქალა-ტვინის დახურული ტრავმა.. მრავლობითი მოტეხილობა.. - ლენტეხში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

ქალა-ტვინის დახურული ტრავ
ქალა-ტვინის დახურული ტრავმა.. მრავლობითი მოტეხილობა.. - ლენტეხში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

47 წლის რობიზონ თუთარაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში თავდამსხმელებმა იმ გზაზე დატოვეს, სადაც წლების განმავლობაში ყოველდღიურად მუშაობდა და მგზავრები მიკროავტობუსით ლენტეხი-თბილისის მიმართულებით დაჰყავდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გამვლელებმა იპოვეს.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლს თანხას, სავარაუდოდ, სისტემატურად სძალავდნენ. მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ ფული სახელდება. 47 წლის თუთარაშვილი სასტიკად არის ნაცემი.

"პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. დიაგნოზი:

  • ქალა ტვინის დახურული ტრავმა;
  • თავის ტვინის მრავლობითი დაჟეჟილობა;
  • მწვავე სუბდურული ჰემატომა;
  • ქალას ფუძის მოტხეილობა;
  • გულმკერდის დახურული ტრავმა;
  • სახის მრავლობითი მოტეხილობა;
  • გავას მალის მოტეხილობა;
  • კომა".

ეს სამედიცინო ჩანაწერი "მთავარმა არხმა"  მოიპოვა. 

სოფელ ჩიხურეთში სასიკვდილოდ ნაცემი 47 წლის რობინზონ თუთარაშვილი რეანიმაციულ დაწესებულებაში 5 ივნისს შეიყვანეს. ის 7 ივლისს ღამის 2-ის ნახევარზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system