თავში

ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლი ცემის შემდეგ გარდაიცვალა

ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლი ცემის შემდეგ გარდაიცვალა
ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლი ცემის შემდეგ გარდაიცვალა

ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეში მომხდარი ჩხუბის შემდეგ სამარშურტო ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა. 47 წლის კაცი ზესტაფონიდან იყო და მეზობლების ინფორმაციით ის ზესტაფონი-ლენტეხის მიმართულებით მუშაობდა. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას თანხას, სისტემატიურად სძალავდნენ, თუმცა უკანასკნელი გამგზავრებისას თანხის გადახდა ვეღარ შეძლო, რის გამოც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის რობიზონ თუთარაშვილს ლენტეხში ყოფნისას ადგილობრივებმა სცემს. შემთხვევის დღეს, ის ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც დაურეკეს და სახლიდან გაიყვანეს. მას სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში მიაყენეს და მიატოვეს.

ადგილობრივებმა დაშვებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system