თავში

"კარი რომ შევაღე შემოვარდა, ხელყუმბარა ჰქონდა, დაგვიყვირა..." - რას ჰყვება ფილიალის დამლაგებელი

"კარი რომ შევაღე შემოვარდა, ხელყუმბარა ჰქონდა, დაგვიყვირა..." - რას ჰყვება ფილიალის დამლაგებელი
კარი რომ შევაღე შემოვარდა, ხელყუმბარა ჰქონდა, დაგვიყვირა... - რას ჰყვება ფილიალის დამლაგებელი

საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალის შეჭრილი მძარცველი ხელყუმბარით არის შეიარაღებული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას მძევლად 12-მდე პირი ჰყავს აყვანილი. 

ფილიალის დამლაგებლის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ნიღბით არის შეჭრილი, მან თანამშრომლების ნაწილს შენობის დატოვების უფლება თავად მისცა.

"დამლაგებელი ვარ, დაწესებულების დასალაგებლად შევედი. როგორც კი კარი შევაღე, ეს კაცი შემოვარდა ხელყუმბარით ხელში და მაშინვე დაიყვირა, გადით ახლა აქედან სასწრაფოდო, მე გამოვედი მშინვე, ზოგი მგონი დარჩა, ზოგი გამოაპარეს. 

თავიდან მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მერე მივხვდი რომ საშიში იყო და მაშნვე გამოვვარდი. ნიღაბში იყო შეფუთული, სათვალე ეკეთა. არ ვიცი ადგილობრივია თუ ვინ არის, გიჟივით გამოვვარდი შეშინებული" - ამბობს ფილიალის დამლაგებელი. 

მისი ინფორმაციით ფილიალს 20-მდე თანამშრომელი ჰყავს.

ყვარლის მერის განცხადებით, ფილიალში შეჭრილი პირის ვინაობა დადგენილი არა რის და ის კონტაქტზე არ გამოსულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. 

მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, ტარება ყველა საჭირო და გადაუდებელი ღონისძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system