თავში

კლუბ "ბასიანთან" სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - VIDEO

კლუბ "ბასიანთან" სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - VIDEO
კლუბ ბასიანთან სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - VIDEO

კლუბ "ბასიანთან" სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი , 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, დაახლოებით 2:00 საათზე კლუბ ბასიანის "შესასვლელთან" მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. შედეგად სამი პირი დაიჭრა. როგორც report.ge-ს თვითმხილველებმა აცნობეს, მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მან 8-ჯერ გაისროლა. კლუბმა მუშაობა შეწყვიტა. სტუმრებს საპატრულო პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system